არჩილ გამზარდია - ირაკლი ყიფიანს: "მე მიმძიმს თქვენი მოსმენა, უბრალოდ, იძულებული ვარ..."(ვიდეო)

Image

"მე მიმძიმს თქვენი მოსმენა, უბრალოდ, იძულკებული ვარ გისმინოთ, რადგან თქვენ ამართლებთ მათ, ვინც დაგიხოცათ ნათესავები, თუკი თქვენ გყავთ ნათესავები საერთოდ საქართველოში", -

 

ტვ "იბერიის" წამყვანმა არჩილ გამზარდიამ ასე მიმართა "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" წარმომადგენელს საქართველოში ირაკლი ყიფიანს, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ დალაგდება, რაც "საქართველო უარს იტყვის ნატოზე და ნებისმიერ სამხედრო გაერთიანებაზე". 

 

"სად იყვნენ ნატოს ტანკები საქართველოში 1991 წელს თუნდაც, როცა დაიწყო ქართველების დახოცვა: მე წამებით დამიხოცეს ბიძაშვილები, ბიძა, რომლის საფლავიც არ გვინახავს და რომელიც მხოლოდ საკუთარ სახლს იცავდა, გამოდევნეს ათასობით ადამიანი..." - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ. 

 

"ჩემი პროვოცირებული იყო აფხაზეთის კონფლიქტი?" - უპასუხა მას ირაკლი ყიფიანმა. 

 

"არა, თქვენ იცავთ იმ მხარეს, რომელმაც დაგიხოცათ ნათესავები, თუ გყავთ საერთოდ ნათესავები საქართველოში", - უპასუხა გამზარდიამ, რასაც ისევ ირაკლი ყიფიანის რეპლიკა მოჰყვა:

 

"რაც შეეხება 1991 წელს, იქ იმდენი ნიუანსია, ვინ ვინ და ხოცა და როგორ, ეს კიდევ ცალკე თემაა. თუ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ისტორიის დეტალებზე უნდა ვისაუბროთ, ამისთვის ცალკე მოვალ", - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა. 

 

არჩილ გამზარდიამ, როგორც წამყვანმა, შენიშვნა სხვა სტუმრისგან - იური მეჩითოვისგანაც მიიღო: "თქვენ ხართ წამყვანი და თქვენ უნდა იყოთ მედიატორი ამ შემთხვევაში..."

 

"არა, მე ჯერ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მერე მაქვს პროფესია", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ შენიშვნის პასუხად. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !