-
2017-09-09 23:06
ვალერი გელბახიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პეტრო პოროშენკოს დათვური სამსახური გაუწია, რისთვისაც სეირს მიიღებს. ტვ "კავკასიის" ეთერში ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ვირტუოზი პოლიტიკოსია.
"მიშა მოახდენს აქ სეირს. ნუ გგონიათ აქ რომელიღაცა მინისტრს, რომ მიშა არის გონებაჩლუნგი პოლიტიკოსი. მოდი სიმართლე ვთქვათ: თანამედროვე მსოფლიოში ერთ–ერთი ვირტუოზი პოლიტიკოსია.
დამნაშავეა, არაა დამნაშავე, ეს მეორე მხარეა. ჩავიდა უკრაინში, გააკეთა პოლიტიკა? გააკეთა. დევნილი კაცი ჩავიდა პოლონეთში, გააკეთა პოლიტიკა? გააკეთა. ახლა იქიდან რა პოლიტიკას ქმნის?
აქ უნდა მოხვდეს – საქართველოში და, საქართველოში რომ ჩამოგივათ, პატივცემულო ხელისუფლებავ, მიშა, სეირნი ნახეთ მერე. დაგითვლით დღეებს!
ესაა მიშა სააკაშვილი. დათვური სამსახური შეუსრულეს პოროშენკოს, ახლა მიიღებენ პრობლემას", - ამბობს გელბახიანი.