-
2014-02-18 09:44
საქართველოს ექსპრემიერმინიტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი თანადგომისთვის მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს და წერს, რომ ვანო მერაბიშვილი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა:
,,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო. დღეს, მართალია, მძიმე დღე იყო და ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო თქვენი თანადგომა, მხარდაჭერა და თბილი სიტყვები. დღეს ვანო მერაბიშვილი თავისი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა.
ვანომ თავის სიმართლის დასამტკიცებლად რთული გზა აირჩია და მე ვიცი რომ ის ამ გზას აუცილებლად გაივლის ღირსეულად და ბოლომდე. ბრძოლა გრძელდება, მეგობრებო, ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე!“, - წერს თაკო მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომკ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 17 თებერვალს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.