
ნინო ბურჯანაძემ დღეს, 26 მაისის ეპიზოდზე გამარტულ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ თუკი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ГРУ-სთან მოლაპარაკება ჰქონდა, მისი არდაკავება დანაშაული იყო.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის კითხვას, ჩაატარა თუ არა ექსპერტიზა აუდიოფაილზე, სადაც მისი და მისი ვაჟიშვილის საუბარი იყო ჩაწერილი, ბურჯანაძემ უარყოფითად უპასუხა და დასძინა:
"თუ ეს ჩანაწერი სიმართლეს შეესაბამება და მოლაპარაკება მქონდა ГРУ-სთან, საინტერესოა, მაშინდელმა შს მინისტრმა რატომ არ დამაკავა? ეს სისხლის სამართლის დანაშაულია".