
ლარის გაუფასურებას საქართველოს ექსპრემიერი ცოცხალ ბიზნეს–პროცესს უწოდებს და მოსახლეობას ურჩევს, თუ ამ პროცესში და კაპიტალის დაბანდებაში ვერ ერკვევიან ბანკირი აიყვანონ.
,,ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. ,,რუსთავი 2" ახდენს აგიტაციას. ეს ფასებზე არ ასახულა. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და მსოფლიოში, ეს ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც.
ეკონომიკა და ბიზნესი რთული თემაა ალღო უნდა, ასე მარტივი არ არის სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში თუ ლარში, თუ ევროში გადაიტანო. ეს არის პროცესი, ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესებში უნდა გაერკვეს. თუ ვერ ერკვევა ბანკირი დაიქირავოს, ან სპეციალისტი და რჩევა მიიღოს“– განაცხადა ექსპრემიერმა.