
ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ დაანონსებული საავტორო გადაცემის წაყვანა გადაიფიქრა და ფილმს გადაიღებს. ფილმი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე იქნება და პერიოდულად მომზადდება.
ამ საკითხზე უფრო ვრცლად ბიძინა ივანიშვილი ტვ "იმედისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბ რებს, რომელიც დღეს გავა ეთერში. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილმები ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე იქნება გადაღებული.