
საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია, ევროსაბჭოში, ევროპის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტის, ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად, ეს არის ახალად შექმნილი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მთავარი კომიტეტი, რომელიც ირჩევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეებს.
კომიტეტი ასევე ქვეკომიტეტის საშუალებით ამოწმებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შესაბამის ქვეყნებში.
"ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით გადაწყდა, რომ ახალი კომიტეტი შეიქმნება, მთავარი კომიტეტი რომელიც ევროპის სასამართლოს მოსამართეთა არჩევას განახორციელებს. იგეგმება საქართველოშიც ერთ-ერთი გასვლითი სხდომა წელს გაზაფხულზე,“ - განაცხადა ბესელიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.