
„ქრონიკა+“ -ის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ჭიკაიძის გადადგომა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.
„ქარიშხალი, რომელმაც მთავრობაში დაუბერა, სოლოლაკიდან მოდის და კიდევ ბევრ ვინმეს გაიყოლებს, მეტიც, წინ ხმაურიანი დაჭერები გველის!
სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშილმა ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 31 წლის სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდას მისცა- პრემიერ-მინისტრი საკუთარი ცოლის ნათესავებს ვერ მოერია!
ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილს უკვე შეელია! რა ფორმით მოხდება მისი პრემიერის პოსტიდან წასვლა, ეს მხოლოდ პოლიტიკური ტექნოლოგიების საკითხია.
ვაანონსებ- პრემიერიც გადადგება! ადამიანს, რომელსაც ენდობიან, მის გარემოცვას თანამდებობიდან არ ათავისუფლებენ.“- აღნიშნა ელისო კილაძემ.