
„იმედის კვირაში“ იური ვაზაგაშვილის მკლველობის საქმეზე საუბრისას, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს არ გამოიძიებენ, ქართული საზოგადოება მთელ მთავრობას მოუსავლეთში გაუშვებს.
„არ იქნა გამოძიებულსა“ და „ვერ იქნა გამოძიებულს“ შორის ძალიან დიდი სხვაობაა.
თუ არ იქნა გამოძიებული, არათუ ღირსების საქმეა და არათუ მე გადავდგები, მთელ მთავრობას გაგვიშვებს ქართული საზოგადოება მოუსავლეთში.
მაგრამ ბევრი საქმე შეიძლება ვერ იქნას გამოძიებული – კენედის მკვლელობა ვინ დაგეგმა, დღემდე არ იციან, მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახური არის ჩართული და მაინც.
რაღაც არის, რაც შეიძლება, ვერ გააკეთოს გამოძიებამ გარკვეულ ვადაში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.