
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, თითოეული ის პოლიციელი, რომელზეც იყო პრეტენზია, თანამდებობაზე დაინიშნენ ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის და ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს.
„მაშინ, როდესაც თითოეულ ასეთ თანამდებობაზე კანდიდატურა თანხმდებოდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან, ახლა თითის გაშვერა ჭიკაიძისკენ არის უსინდისობა.
უსინდისობაა ისიც, რომ ეს პოლიციელები გამოიყენეს, მათი მეშვეობით ამუშავეს ქალაქის პოლიცია პრაქტიკულად ორი წელი და ახლა მათი დასჯა აქვთ გადაწყვეტილი“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.