
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაასახელა მთავარი მოწმის ადგილსამყოფელი და მის დასაცავად შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს.
„მკვლელებს მინდა, შევუთვალო, რომ მთავარი მოწმის ლიკვიდაცია სამართლებრივი თვალსაზრისით მათ არანაირ შედეგს არ მოუტანს.
მოვუწოდებ პროკურატურას, სრულყოფილად აამუშაოს მოწმის დაცვის პროგრამა.
ჩვენ გვაქვს უკრაინასთან სამართლებრივი დახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებული, რათა ამ მოწმეს საფრთხე არ შეექმნას.
მეორეს მხრივ, რაც მე ვიცი ბატონი იურისგან, მას ჩვენება ჩამოართვა მთავარმა პროკურატურამ“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.