
„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჭიკაიძის შემცვლელად მისი პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაური ინიშნება.
დეპუტატისვე თქმით, გომელაური ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო.
„ჭიკაიძე იყო კორუფციის ჭაობში ჩაფლული, უსინდისო, უპასუხისმგებლო და უნიათო ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო, მაგრამ ვთვლით, რომ მისი გადადგომა არაფერს შეცვლის.
დღეს მოვისმინეთ, რომ ის არ არის საკმარისი, რომ ივანიშვილის პირადი თანაშემწე, ირაკლი ღარიბაშვილი, გახდა ქვეყნის პრემიერი.
დღეს უკვე განიხილავენ ჭიკაიძის შემცვლელად გომელაურს, რომელიც ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი გახლდათ.
სანამ ქვეყანაში ამ კუთხით არჩევენ კადრებს და არა პროფესიონალიზმის ნიშნით, ვთვლით, რომ ქვეყანას არაფერი ეშველება," - ამბობს ირმა ნადირაშვილი.