„ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და თანამდებობაზე ყოფნის პერიდოში ჭორაობით იყო დაკავებული“

Image

ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომამ რეზონანსი პოლიტიკოსებშიც გამოიწვია.

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანებს აწყობდა, ვინც მისი შვილი მოკლა და ვისაც დანაშაულის გახსნა არ სურდა.

 

„თუკი შს სამინისტროში დღეს კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, რომელთაც ე.წ. სპეცოპერაციასთან ჰქონდათ საქმე და ვინც სავარაუდოდ, აღნიშნული საქმით არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ძიებას სავარაუდოდ ხელს უშლიდა.

 

ასეთი ეჭვები ჰქონდა თავად იური ვაზაგაშვილს. ის ბევრს საუბრობდა ამაზე და კონკრეტულ თანამდებობის პირებს ასახელებდა. ცხადია ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს.

 

აქ ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებაა მინისტრის, რომ გადადგეს და მოხდეს პროცესისგან მისი დისტანცირება. როგორც კი რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება უწყებაში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ მინისტრამდე მიდის", - აცხადებს მანანა კობახიძე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. მან პატივი სცა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას და თავისი ნებით დაწერა განცხადება.

 

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში გაქარწყლდება თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა და აქვს, რომ შეიძლება ჭიკაიძე ვიღაცას მფარველობდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

დეპუტატ  თინა ხიდაშელისთვის მინისტრის გადადგომაზე მნიშვნელოვანი ახალი მინისტრის დანიშვნაა.

 

„ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, გადადგა და გადადგა. გასაგებია, მას თავისი მოტივაცია აქვს - ესეც გავიგეთ. მე ვფიქრობ, ახლა ამის შეფასება არ არის იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ ყველამ ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად მივიღოთ გადაწყვეტილება ახალ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით.

 

გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია, პრობლემა ძალიან ბევრია, ამიტომ მთავარი საფიქრალი და საზრუნავი შემდეგი შს მინისტრი უნდა იყოს. ჭიკაიძემ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და მე მხოლოდ პატივი შემიძლია ვცე მის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის  ნუგზარ წიკლაურის თქმით, ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და თანამდებობაზე ყოფნის პერიდოში ჭორაობით იყო დაკავებული.

 

„ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია. მისი მინისტრობის პერიოდში გაიზარდა კრიმინალი საქართველოში, ქურდებთან ღია ალიანსი გააფორმა სახელმწიფომ და თვითონ ჭიკაიძე იმით იყო დაკავებული, რომ ჭორაობდა არარსებული იარაღისა და საბურავების საწყობებზე. ბუნებრივია, რომ ასეთი მინისტრი მიდიოდეს თანამდებობიდან", - განაცხადა წიკალურმა.

 

მისივე თქმით, დღეს კრიზისი არა მარტო შსს-ში, არამედ მთელ სახელისუფლებლო ვერტიკალშია და მას სხვა მინისტრებიც უნდა მიჰყვნენ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !