-
2015-01-20 11:26
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგო რატიანის თქმით, პრეზიდენტი ჩართულია პოლიტიკურ თამაშებში, რომელსაც ხელს უწყობს უმრავლესობა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მარგველაშვილთან კონსულტაციებზე უარს ამბობს, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად საბოლოოდ წარდგენილი იქნება უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატურა.
თავად უმრავლესობა საკუთარი კანდიდატურის დასახელებას უარყოფს. ანი მიროტაძის განცხადებით ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და ისინი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ამ კვირაში ვარაუდობს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43