
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დავით საგანელიძის განცხადებას ეხმაურება მისი თანაპარტიელების საპარლამენტო პოსტებიდან გადაყენების შესახებ.
ალასანიას განცხადებით, შედეგად ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესს მივიღებთ - ვინ დაუჭერს საკითხს მხარს და ვინ - არა.
„რეალურად გამოჩნდება რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმისადმი ერთგულება და ეს ჩვენ დიდს ვერაფერს დაგვაკლებს.
უბრალოდ საინტერესო იქნება, პოლიტიკურად როგორ წარმართავენ კომიტეტებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გადაყენების საკითხს.
იმედია, უმრავლესობაში იქნებიან ისეთი პირები, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ“, - განაცხადა ალასანიამ.