
არეულობაა არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან, სადაც საპატრულო პოლიციამ უკვე რამდენიმე ადამიანი დააკავა და დასაკითხად გადაიყვანა.
დაკავებული არიან "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები, რომლებმაც ორთაჭალაში გადასულ "თავისუფალი ზონის" ოფისს კვერცხები და ქვები დაუშინეს. დაკავებულია "თავისუფალი თაობის" სამი აქტივისტი, მათ დაკავებას უკმაყოფილება მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან.
"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები "თავისუფალი ზონის" გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. "თავისუფალი თაობის" ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა "თავისუფალი ზონის" ახალ ოფისთან აქცის გუშინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაანონსა. შეგახსენებთ, 30 სექტემბერს "თავისუფალი ზონის" ადრინდელ ოფისთან, პეკინის ქუჩაზე გამართული მსგავსი აქცია "თავისუფალი ზონის" ოფისში შეჭრით დასრულდა.