
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (Central Intelligence Agency, CIA) უფროსის თანამდებობაზე დანიშნული დევიდ კოენი მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახლდათ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის კუთხით.
სწორედ დევიდ კოენმა განაცხადა 2011 წელს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაყინა 30 მილიარდი დოლარი ჯამახირიის ლიდერის მუამორ კადაფისა და მისი ნათესავების ანგარიშებიდან. ამ ანგარიშების შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მათი გაყინვა ელვისებურად მოხდა და ამ ორივე ოპერაციას თავად კოენი ხელმძღვანელობდა.
ის, რომ სწორედ დევიდ კოენს მოეპოვება დაწვრილებითი ინფორმაცია პუტინისა და მისი მეგობერბის საბანკო ანგარიშების შესახებ, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ცხადია, თავად კოენისთვის არაა საიდუმლო რუსული კომპანიების ტრანზაქციები, დაწყებული ჯერ კიდევ 1991 წლიდან.
სწორედ ამ პირის უფლებამოსილების გაძლიერება და მისი წინ წაწევა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მიანიშნებს, რომ მოვლენები, სავარაუდოდ, ძალიან საინტერესოდ წარიმართება.
გია ბერაია