„მიშა კუტაისსკი“, იგივე „იმპერია MMM” და პრემიერი ღარიბაშვილი ისრაელში

Image

მიხეილ მირილაშვილს, რომელსაც რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რუსეთის ებრაელთა კონგრესის პეტერბურგის განყოფილებას ხელმძღვანელობს და რომელიც ბიზნესმენის სტატუსით შეხვდა ისრაელში ჩასულ საქართველოს პრემიერს, კრიმინალურ წრეებში „მიშა კუტაისსკის“ სახელით იცნობენ.

მიხეილ მირილაშვილის მეორე მეტსახელი „იმპერია MMM” მის ინიციალებს - მიხეილ მიხეილის ძე მირილაშვილს უკავშირდება. მას „პიტერელ მაყურებელსაც“ უწოდებენ.

 

მიხეილ მირილაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ისრაელში მასპინძელი ბიზნესმენის ამპლუაში დახვდა. „ფეისბუქზე“ პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე ბლომადაა ატვირთული ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რომ პრემიერის ერთ-ერთი მთავარი დამხვედრი და გამცილებელი ისრაელში სწორედ „მიშა კუტაისსკი“ იყო. ისინი გოდების კედელთანაც ერთად იმყოფებოდნენ.

 

ვინ არის „მიშა კუტაისსკი“, იგივე „იმპერიაMMM“, იგივე „პიტერელი მაყურებელი“ მიხეილ მირილაშვილი? ის რუსეთში 2001 წელს დააკავეს, თავდაპირველად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საბოლოოდ კი სასჯელი 8 წლამდე შეუმცირეს და 2009 წელს ციხიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც რუსეთი დატოვა.

 

„მიშა კუტაისსკის“ ბრალად ედებოდა ორი ქართველის მოტაცებისა და მკვლელობის ორგანიზება. ორივე მოკლული „კანონიერი ქურდი“ იყო. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ეს ორი „ქურდი“ მიიჩნია დამნაშავედ მირილაშვილის გარემოცვამ 2000 წელს მათი მამის - მიხეილ მირილაშვილი-უფროსის გატაცებაში.

 

მამა მირილაშვილი მაშინ პირად მცველთან ერთად პეტერბურგში მანქანით მგზავრობდა, როცა უცნობმა, მილიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გააჩერეს, მცველს „სიტუაციის გარკვევამდე“ თავიანთ მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზეს, ხოლო როცა მან მოთხოვნა შეასრულა, მანქანა, სადაც მამა-მირილაშვილი იჯდა, გაიტაცეს.

 

რუსულ კრიმინალურ წრეებში მაშინ ამბობდნენ, რომ მირილაშვილებმა მამის გამოსყიდვის მიზნით დიდი ფული გადაიხადეს (მამა-მირილაშვილი რამდენიმე დღეში გამოუშვეს), თუმცა, თავიანთი ღირსების საქმედ მიიჩნიეს გატაცების ორგანიზატორთა მოძებნა.

 

ამ ამბიდან ცოტა ხანში, „ასტორიასთან“ დაცხრილეს ქართველი ეროვნების „კანონიერი ქურდი“, მოგვიანებით კი მეორე „ქურდიც“ მიაყოლეს. სწორედ ეს ჩაითვალა მირილაშვილების შურისძიებად, თანაც, როგორც ჩანს, არამხოლოდ კრიმინალურ წრეებში:

 

რუსმა სამართალდამცველებმა 2001 წელს მიხეილ მირილაშვილი, ანუ „მიშა კუტაისსკი“ პეტერბურგში მაშინ აიყვანეს, როცა ის, არც მეტი, არც ნაკლები, მოშე კაცავის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.

 

„მიშა კუტაისსკი“ ერთერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად ითვლება ებრაელ ბიზნესმენებს შორის, რუს მილიონერთა სიაში კი 2012 წელს მე-17 პოზიციაზე იყო, 750 მილიონი აშშ დოლარის ქონებით.

 

მირილაშვილი 53 წლისაა. ის სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშშია დაბადებული.

primer6.jpg

primer1.jpg

primer.jpg

primer5.jpg

primer3.jpg

რედაქტორის რჩევით

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა

2020-04-04 23:56
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა.

როგორ გავიკეთოთ მანიკური სახლის პირობებში

2020-04-04 22:41
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სალონში სიარულს ვეღარ ვახერხებთ, მიუხედავად...

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2020-04-04 21:01
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ...

წითელის ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თბილისის მერიას მადლობას უხდის

2020-04-04 20:58
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით,...
რჩეული ვიდეოები

104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

2020-04-04 15:26
104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, მეხვეწებიან გადადიო, მაგრამ გამორიცხულია(ვიდეო)

2020-04-03 11:21
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა...

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4134
0.0000
100
RUB
 - 
4.1072
0.0000
1
USD
 - 
3.1576
0.0000