„მაესტრო“ თბილისში რუსული გაზის ექსპორტის დაწყებას შეეწირა“

Image

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მაესტრო“ საქართველოში რუსული გაზის შემოსვლას და კოტე გოგელიას ინტერესებს შეეწირა.

 

„პირველ რადიო“-სთან საუბარში ჟურნალისტმა დააკონკრეტა, რომ ახალი წლის შემდეგ თბილისში რუსული გაზის ექსპორტი კოტე გოგელიას დახმარებით დაიწყება.

 

რაც შეეხება „მაესტროს“, გოგელიასთვის მიუღებელი იყო  ის ჟურნალისტური პოზიცია, რომელიც ამ ტელეკომპანიის სარედაქციო სამსახურს ეჭირა.

 

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კოტე გოგელია, რომელიც დაბრუნდა საქართველოში, ცდილობს, რომ დაალობიროს თავისი ბიზნეს-ინტერესები.

 

ეს ბიზნეს-ინტერესები ეხება სწორედ რუსული გაზის შემოტანას ქვეყნის დედაქალაქში და ვინ არის კოტე გოგელია, ამის თაობაზე მე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა შეიქმნა „ქართული პარტია“ ძალიან მკაფიოდ ვწერდი.

 

გოგელია გახლავთ ადამიანი, რომელიც მოსკოვის ბიზნეს-წრეებში მიღებული ადამიანია, ფეესბესთან დაახლოებული პირია და სწორედ ის იყო ერთ-ერთი გამტარი ფეესბეს ფინანსებისა „ქართულ პარტიაში“.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ მაშინდელი ლიდერები დღეს არიან ხელისუფლებაში. პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე სოზარ სუბარი მინისტრია, ამავე პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი და ოქრუაშვილის მარჯვენა ხელი თავის დროზე, უფრო სწორად ოქრუაშვილის მეგობარი ეკა ბესელია ახევე ხელისუფლებაშია.

 

გამომდინარე აქედან, მე რაც ვიცი, კოტე გოგელიამ თითქმის დაასრულა მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როგოცრც ჩანს ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო „მაესტროს“ ის პოზიცია, რომელიც მათ ეჭირათ, ჟურნალისტურ პოზიცია ვგულისხმობ საინფორმაციო სამსახურის რეალურ დამოუკიდებლობას.

 

მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ნინო ჟიჟილაშვილს, როცა ვსაუბრობდით ჩვენ მედია-სივრცის გადანაწილებაზე „ქრონიკა+“ ქონდა ექსკლუზივი, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად დღის წესრიგში დადგებოდა ნინო ჟიჟილაშვილის მაესტროდან წასვლის საკითხი, ისევე როგორც ახალი წლის მერე „რეაქციის“ დახურვის საკითხი.

 

მაშინ ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა რომ მის ცხოვრებაში ბევრი ცვლილებები ყოფილა და ალბათ თუ ეს მოხდება ყველა გაიგებს. მე პატივისცემა მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მისამართით, რომელმაც გადაწყვიტა რომ არ შეეგუოს თავის ჟურნალისტურ საქმიანობაში ასეთი უხეში ტიპის ცენზურებს და ჩარევას.

 

აქვე მინდა დავძინო, რომ ის ხმები, რომელსაც შეგნებულად ავრცელებდნენ და სავარუდოდ ეს ხდებოდა სწორედ გოგელიას მხრიდან, რომ მაესტრო იყიდა დავით კეზერაშვილმა, ამ შემთხვევაში აბსოლიტურად გამოირიცხა, იმიტომ რომ გამოვრიცხავ, კეზერაშვილის არჩევანი იყო კოკა ყანდიაშვილი და მისი მიყვანა მაესტროში.

 

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახალი წლის შემდეგ ეს სურათი იქნება უფრო მკაფიო, მე ვიცი რომ დაიწყება ეს და რუსული გაზის ექსპორტი დაიწყება ქვეყნის დედაქალაქში და მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მაესტრო შეეწრა სწორად ამ ბიზნეს ინტერესებს და ბიზნეს-გარიგებებს.“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !