
რეჟისორი გოგა ხაინდრავა მოსკოვში იმყოფება. ხაინდრავას ვიზიტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოზე ხაინდრავა რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერებთან, რუს რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინთან და მსახიობ ვერა გლაგოლევასთან ერთადაა გადაღებული. - ინფორმაციას "ფრონტნიუსი" ავრცელებს.
ცნობისთვის, რუსი რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი 2005 წლიდან პარტია "ედინაია რასიას" წევრია. ის ერთ-ერთია , რომელმაც 2005 წელს ხელი მოაწერა მიმართვას, რომ ე.წ. "იუკოსის" საქმე არ იყო პოლიტიკური.
2011 წელს კი მან "ედინაია რასიას" ყრილობაზე ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. იყო პუტინის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ასევე დუმაში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
"ფრონტნიუსი"