-
2014-01-29 22:58
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკაზე“ და ქალაქ ლაზიკას შესახებ საუბრობდა.
ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში თქვა:
„თუ არა ახირება, აბა სხვა რა შეიძლება უწოდო ლაზიკას პროექტს, რომელსაც სააკაშვილი სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას, ახლა აჩემებული აქვს ლაზიკა თუ ქალაქი თუ ტანკი, ვის ატყუებს, საინტერესოა... კაცმა არ იცის, ვისთვის აპირებს ახალი ქალაქის აშენებას, რა თანხებით უნდა ააშენოს, ან როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი ვინმესთვის საიმედო იყოს, რაც შეეხება ტანკ „ლაზიკას“, სად არის საქართველოში ტანკის საწარმოებლად საჭირო ერთი დეტალი მაინც...
ტანკის წარმოება რომ შეძლო, კილომეტრებზე გადაჭიმული მანქანათმშენებლობის ქარხანა უნდა გქონდეს ქვეყანაში, გინახავთ სადმე ასეთი საწარმო? ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც ასეთ ტყულს დაიჯერებს, ნუთუ ასეთი ბრიყვები ვგონივართ? ამით სააკაშვილი მთელ ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.