
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი აცხადებს, დიდი სიამოვნებით უჩივლებდა გივი თარგამაძეს და ირმა ნადირაშვილს ცილისწამების გამო, მაგრამ ვერ ჩივის, რადგან სააკაშვილმა ცილისწამების მუხლი კოდექსიდან ამოიღო.
„უაზრო ბრალდებებსა და განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მინდოდა! თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის, უზნეობასაც. აი, მაგალითად, გივი თარგამაძე, რომელიც ხალხს „სულის ამოხდით" ემუქრებოდა და ამოხადა კიდეც ძალიან ბევრს სული, გამოდის და ჩემს შესახებ ათას სისულელეს ლაპარაკობს.
გივი თარგამაძემ კობა ოთანაძეს ე.წ. „კონტროლკა" დაახალა... კობა ოთანაძემ, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, ამის შესახებ პრესაში ღიად ილაპარაკა და დღეს ამის ჩამდენი კაცი, ეს მართლაცდა ბლუყუნა, გამოდის და საზოგადოებას მოძღვრავს!
გივი თარგამაძის ძმას, საქართველოში ბიზნესი არ არის, წილი რომ არ ჰქონდეს! ვის ტენდერებსა და წილებზე ლაპარაკობენ ეგ ნაძირლები, რომლებმაც შეჭამეს და სისხლში აბანავეს მთელი ქვეყანა?! ეს არის უსინდისო ადამიანი.
გივი თარგამაძესა და დანარჩენ ნაძირლებს, განსაკუთრებით ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ამ ბოლო დროს სულ მთლად დაკარგა ადამიანის სახე და მართლაცდა ნადირის სახე აქვს მიღებული, სასამართლოში დიდი სიამოვნებით ვუჩივლებდი ცილისწამების გამო, მაგრამ სააკაშვილმა ცილისწამების მუხლი კოდექსიდან ამოიღო.
ცილისწამების მუხლი რომ არ არის კოდექსში, იმიტომაც არიან გაჯეჯილებულები და თავგასულები... ,"- აცხადებს თამაზ თამაზაშვილი.
„ასავალ-დასავალი“