-
2014-12-17 10:24
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხისთვის 2014 წლის დღეების უმეტესობა „წინა დღეზე უკეთესი იყო“, ხოლო 2015 წელი გამოცხადდება, როგორც „შრომის წელიწადი“.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან 2014 წლის მიღწევებზე, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა. ასევე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია, 2015 იყოს ნამდვილი „შრომის წელიწადი“:
„მე და ჩემი გუნდი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.