
ნოდარ ხადურის განცხადებას, „ნაცები“ ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და შემდეგ გამდიდრდენო, გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა და ფინანსთა მინისტრს ადრესატის დაკონკრეტება მისთხოვა.
„მაინტერესებს, ვის გულისხმობდით.
პირადად ჩემზე შემიძლია გითხრათ, რომ ორგზის დეპუტატი ვარ, ოთხი წელი ორი რეგიონის გუბერნატორი ვიყავი, ოთხი წელი მინისტრად ვიმუშავე და დღემდე ჩემი ოროთახიანი ბინის კრედიტს ვიხდი, 2001 წლის „რენო ლაგუნათი“ დავდივარ.
ვის გულისხმობდით და ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი „ნაცები“, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა „ქოცები“ გახდნენ და თქვენთან გადმოინაცვლეს," - მიმართა მინისტრს გოგა ხაჩიძემ.