-
2014-12-12 10:23
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურება და მასში მხოლოდ ხელფასებისა და დანამატების ზრდა არის თვალშისაცემი.
„ეს არის ბიუჯეტი, რომლითაც მხოლოდ იზრდება დანამატებისა და ხელფასების გრაფაში მონაცემები 345 მილიონით 2012 წელთან შედარებით.
ეს არის ის პროექტი, სადაც პენსია უნდა გაიზარდოს ათი ლარით, თუმცა დაფინანსების წყარო არ არის დაკონკრეტებული.
ეს ბიუჯეტი არ ემსახურება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ამ პროექტს „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს და ვერც დაუჭერს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26