სენაკის საკრებულოს წევრი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

Image

სენაკის საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა ყოფილ პრემიერ–მინიტრს, ბიძინა ივანიშვლის ღია წერილით მიმართავს. მის წერილს "თაიმერი" აქვეყნებს.

 

საკრებულოს დეპუტატი ივანიშვილს სთხოვს, უშუამდგომლოს პროკურატურასთან, რათა მოხდეს სენაკის გამგებელის, პარტიის “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის გოჩა დგებუაძის საქმიანობის დაუყოვნებლივ შესწავლა:



„ბატონო ბიძინა, დაეკითხეთ თქვენი ოჯახის წევრების მეგობრებს, ვინც გყავთ სენაკში, თუ რა დღეშია სენაკის გამგებელი. სენაკის გამგებელმა ერთ–ერთ რესტორანში ყოფნისას კიდევაც დაიტრაბახა "მე ხელს ვერავინ მახლებსო", რადგან სამეგრელოს გუბერნატორთან კონტაქტზე მისმა ბიძამ გრიშა შონიამ გამიყვანაო. ისიც ილაპარაკა, თუ როგორ აყიდინა სამშენებლო კომპანია ”არქიმედეს” მფლობელ დემურ გადელიას ავტომობილი „X5“ ვინმე დათო ოდიშარიასგან სამეგრელოს გუბერნატორისთვის.

 

აღნიშნული მანქანა გუბერნატორის მძღოლმა ჩაიყვანა ზუგდიდში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუბერნიის წინ ეყენა. შეამოწმონ კამერები და ნათელი მოეფინება ყველაფერს. აღნიშნულ ავტომობილს ე.წ.”ხიმჩისტკაც” ჩაუტარდა. გამგებლის ნათქვამიდან ირკვევა ისიც, რომ ამ ტრანსპორტით გუბერნატორის ოჯახის წევრები სარგებლობენ. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ ისიც კი განაცხადა, "აბა როგორ უნდოდა, გადელია ისე ხომ არ მიიღებდა ორი მილიონის ტენდერებსო"?!

 

დგებუაძე იმასაც აცხადებს, რომ გუბერნატორის სახლის მშენებლობაში თბილისში დიდი წვრილი აქვს შეტანილი - ჩემი და ჩემი ძმების კომპანიების „პრარაბები“ მუშაობდნენ შონიას სახლის მშენებლობაზეო. ბატონო ბიძინა, გთხოვთ გულისყურით მოეკიდოთ სენაკის ადგილობრივ მთავრობასა და გუბერნიას შორის ამ ნეპოტიზმსა და კრიმინალში გადასულ კავშირს და პროკურატურას დაავალოთ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები"–წერს საკრებულოს წვრი ინგა ქარდავა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !