გაფრინდა თუ არა 2008 წლის ომის შემდეგ, დევნილთა განთავსების დაწყებამდე, შიხიაშვილი პორტუგალიაში?

Image

„აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, როცა ქალაქში, კონკრეტულად, თქვენს რაიონში დევნილების დროებითი განთავსება იწყებოდა, თქვენ პორტუგალიაში ბრძანდებოდით?!“- მიმართა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს.

 

სევდია უგრეხელიძის ამ რეპლიკასა და სეკითხვას მწვავე რეაქცია მოჰყვა თავად შიხიაშვილის მხრიდან. მან „რუსთავი 2“ ეთერიდან მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მასთან ერთად 2008 წელს, ომის დროს, ახალგორის სოფლებში იმყოფებოდა მისულიყვნენ და დამოწმებოდნენ მას.

 

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ ყოფილი თანაგუნდელი მამუკა ახვლედიანი გადაცემა ,,არჩევანის“ დარბაზში შენიშნა და სთხოვა დაედასტურებინა, რომ აგვისტოში ის იმყოფებოდა თბილისში.

 

მამუკა ახვლედიანმა შიხიაშვილს დაუდასტურა, რომ ის 11 თუ 12 აგვისტოს იყო თბილისში. თუმცა სევდია უგრეხელიძის განცხადებით, შიხიაშვილმა დატოვა თბილისი სწორედ მაშინ, როცა საკრებულოს თანამშრომლებმა რაიონები გადაინაწილეს და დევნილთა შეფარება დაიწყო.

 

შიხიაშვილის განცხადებით კი, მან თბილისი მხოლოდ 14 აგვისტოს დატოვა და ოჯახის წევრებთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა, რადგან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონდა მიღებული.

 

„აფხაზეთის ხმამ“ მოიძია, რეალურად ესწრებოდა თუ არა ირაკლი შიხიაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ თბილისში დევნილთა განსახლების პროცესს. აღმოჩნდა, რომ სევდია უგრეხელიძემ გადაცემაში სიმართლე თქვა: შიხიაშვილი ოჯახთან ერთად სწორედ იმ დროს გაფრინდა პორტუგალიაში, როცა თბილისის რაიონების მიხედვით ომის შედეგად დევნილთა დროებითი განთავსების პროცესი დაიწყო.

 

სახალხო დამცველის შუალედურ მოხსენებაში 2008 წლის ომის შედეგებზე, რომელიც 223 გვერდს მოიცავს და 2008 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, თბილისში დევნილთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის, მათი განთავსების შესახებ შემდეგი ცნობა მოიპოვება:

 

„8 აგვისტოდან თბილისში ნათესავებს და ახლობლებს თავი შეაფარა ათასობით დევნილმა. 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტისა და მერიის შენობებთან შეკრებილი დევნილები ხელისუფლებას სთხოვდნენ დახმარებას, რადგან იძულებით გადაადგილება დედაქალაქის მიმართულებით მოუხდა დაახლოებით 50 000 მდე პირს.

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა- რეგისტრაცია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის ლევან კოკაიას ინფორმაციით, სამინისტრომ 13 აგვისტოს დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, ხოლო 15 აგვისტოდან აღრიცხვა და რეგისტრაცია.

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 14 აგვისტოს აღრიცხული იყო 28 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და მოძიებული იქნა 268 დროებითი თავშესაფარი. სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე 15 აგვისტოს განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიცვალა დევნილთა რეგისტრაციის მისამართი და ამ ფუნქციის შესრულება დაევალა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს“.

 

შეგახსენებთ, გადაცემა „არჩევანში“ თავად ირაკლი შიხიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ის ოჯახთან ერთად პორტუგალიაში 2008 წლის 14 აგვისტოს გაემგზავრა. იმ დროს ირაკლი შიხიაშვილი ისანი–სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !