
ტელეკომპანია “მაესტროს“ პროდიუსერებმა ხატია ქვათაძემ და შორენა ხვიჩიამ ტელევიზია დატოვეს და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ სამუშაოდ.
როგორც “აქცენტს“ ხატია ქვათაძემ განუცხადა, ნამდვილად პარტიაში მუშაობს, თუმცა იქ გადასვლის მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„აქ ვმუშაობ, მაგრამ არ მგონია ეს დღეს მნიშვნელოვანი იყოს“, - აღნიშნა ქვათაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურში რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთი “მაესტროელი“, მაკა ცინცაძე გადავიდა.
"აქცენტი"