
ლარის კურსის ვარდნასთან და ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრები დაიბარეს.
„გავაჟღერეთ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სურვილი იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს მოგწონდეს რაც ხდება ეკონომიკაში - არ იქმნება სამუშაო ადგილები, ყოველდღე ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა, უფასურდება ლარი და სამწუხაროდ, ეკონომიკა მიდის ყოველდღიურად უკან.
ბუნებრივია, როცა მთავრობა ვერ ასრულებს მათ მთავარ მოვალეობას, რომ უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ასეთი მთავრობა უნდა გადადგეს.
თუ არადა კიდევ უარეს შედეგებამდე მივალთ“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.