-
2014-12-04 14:06
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოსთვის ნატოსკენ სავალ გზაზე, შესაძლოა, ბარიერი აღმოჩნდეს, თუკი ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ფეხს მოიკიდებს პოლიტიკური დევნის არსებობის აღქმა.
“თუ ნატოს მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში ფეხი მოიკიდა აღქმამ, რომ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება, ეს საქართველოსთვის ნატოს წევრობის გზაზე ბარიერი იქნება“, განაცხადა აპატურაიმ და დაამატა:
„შეშფოთებულნი ვართ, რომ შესაძლოა, არსებობდეს აღქმა, რომ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდებოდეს.უმთავრესია, აღქმაც კი არ არსებობდეს იმისა, რომ რაღაც მოქმედებები პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.
ამ აღქმამ უფრო ფართო მასშტაბები რომ მიიღოს და ფეხი მოიკიდოს ნატოს მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის ბარიერი იქნება ნატოს წევრობის გზაზე".