
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ის უცხოელები, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ უკრაინის დამოუკიდებლობასა და ერთიანობას, ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ.
ამის სესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„იმ ბელორუსების, რუსების, ქართველების სახელით, რომლებიც იარაღით ხელში უკრაინის სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას იცავდნენ, მე მიმართვა მივიღე. დაპირების თანახმად, მე მათთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ხელს მოვაწერ. მათ გაიარეს ეს გამოცდა“, - თქვა უკრაინის პირველმა პირმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.