
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტის მიმართ მინიჭებულ უფლებებზე უმრავლესობის რეაგირება არაადეკვატურია.
„საქართველოს ხელისუფლებას და ბატონ ბიძინას არ მოსწონთ კონსტიტუცია და პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებები. თუმცა, ეს არაფერს ცვლის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პრეზიდენტის ლანძღვაში შეჯიბრია გამოცხადებული," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა თოქშოუ „არჩევანში".