
თბილისში დღეს დილით ჩამოსული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მთავრობის წარმომადგენლების გარდა, "ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და გლდანის ციხეშიც შევლენ.
ისინი პრემიერმინისტრსა და პროკურორსაც შეხვდებიან. მონიტორინგის კომიტეტის წევრი ბორის სილევიჩი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ვიზიტის მიზანია იმ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, რომელიც აღებული აქვს საქართველოს. მისი თქმით, ვიზიტის ბოლოს შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გაიმართება.