
უკრაინის რადამ, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რის შემდეგ მთავრობის კაბინეტის წევრებმა ფიცი დადეს.
საქართველოს წინა ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ახლა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს, კიდევ ორი უცხოელი, ლიტველი აივარას აბრამოვიჩუცი ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ნატალია იარესკო ჩაუდგება სათავეში.
19 მინისტრისგან შემდგარ ახალ კაბინეტს ანა ონიშჩენკო უხელმძღვანელებს.
თანამდებობები შეინარჩუნეს პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენუკმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სერგეი კვიტმა და იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ.
ახალ მთავრობაში "ბლოკ პოროშენკოს" 9 წარმომადგენელი ჰყავს, "სახალხო ფრონტს" - 5 "ბატკავშინას" - 2, რადიკალურ პარტიას - 1, პარტია "თვითდახმარებას" - 1.
ახალი მონისტრთა კაბინეტის დამტკიცებაში ოპოზიციურმა ბლოკმა მონაწილეობა არ მიიღო და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
ჯეონიუსი