
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ადასტურებს, რომ პროგრამა Viber-ს ნამდვილად იყენებს, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ მხოლოდ პრივატული საუბრები აწარმოოს.
თოქშოუ „არჩევანში“, რომლის მეორე ნაწილი მოსმენებისა და "ეს შენ გეხებას" დაეთმო, საუბარი იმაზე, რატომ იყენებენ უმრავლესობის დეპუტატები და პირადად მიროტაძე პროგრამა Viber-ს, შოთა უტიაშვილმა დაიწყო.
„დიახ, მე ვიყენებ ამ პროგრამას. სავარაუდოდ, აღნიშნულ პროგრამას დეპუტატთა დიდი ნაწილი მოიხმარს. თუმცა, ეს იმიტომ არა, რომ პრივატული საუბრები ვაწარმოო. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მოქალაქეთა უფლებები უნდა იყოს დაცული და მათ უკანონოდ არ უნდა უსმენდნენ," - განაცხადა ანი მიროტაძემ "არჩევანში".