
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში დანიშვნების შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი პროტესტის ნიშნად გადადგა თანამდებობიდან, თავად ელჩმა უარყო. "რუსთავი2"-თან საუბარში მიხეილ უკლებამ განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს.
„არ ვადასტურებ ინფორმაციას ჩემი გადადგომის შესახებ. მე ვრჩები თანამდებობაზე და რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, არ ვიცი. ჰკითხეთ მათ, ვინც ეს დაწერეს. მე არ მაქვს მიზეზი, რომ დავტოვო თანამდებობა,“ - განაცხადა მიხეილ უკლებამ.