-
2014-12-02 19:02
რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დანიშვნები ძუნწად, ჩარღმავების გარეშე შეაფასოს.
"ხელისუფლებას ადრე უნდა ეფიქრა ცოტა მეტი უკრაინაზე. ახლა დაგვიანებულია. და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ამ დანიშვნების გადაყლაპვა, საქართველოს ხელისუფლებამ და ოფიციალურმა პირებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფასონ ეს ნეგატიურად და მხოლოდ თავშეკავებულად, ძუნწად და ზედმეტი ჩაღრმავებების გარეშე უნდა აღნიშნონ ორი რამ მესიჯი:
ა) ვის სად დანიშნავენ უკრაინის მთავრობაში, ეს თავად უკრაინის ხელისუფლების პრეროგატივაა;
ბ) საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობების განვითარება ეჭვქვეშ არ დგას და არც დადგება.
მორჩა და გათავდა. ეს არის ერთადერთი "დასტოინი" გამოსავალი ამ სიტუაციიდან. სხვანაირი "დვიჟენიები" მხოლოდ საზიანოა და რაც მეტს ილაპარაკებენ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები იმაზე, თუ რა ცუდ ტიპებს ნიშნავს უკრაინის მთავრობა, მით უარესი იქნებება ეს საქართველო–უკრაინის ურთიერთობებისთვის.
მაგრამ ეჭვი მაქვს, ილაპარაკებენ და თან "მეცოცხეები მაგენი" და ა. შ. სტილში. "- წერს დავით ზურაბიშვილი.