
"უკრაინსკაია პრავდას" წარმომადგენელი სერგეი ლეშენკო "ფეისბუქში" წერს, რომ პეტრე პოროშენკოს ბლოკმა მოუსმინა შს მინისტრის მოადგილეობის კანდიდატს ეკა ზღულაძეს, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მათზე.
"გულწრფელად მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა", - წერს სერგეი ლეშენკო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბლოკმა ოფიციალურად დაასახელა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ალექსანდრე კვიტაშვილი, ხოლო კიევში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე დასანიშნად კონსულტაციას კიდევ სამი მანდილოსანი გადის.
ამასთან, სააკაშვილმა დაადასტურა მისთვის ვიცე-პრემიერის შემოთავაზების ფაქტიც, მაგრამ დაამატა, რომ შეთავაზება უარყო, რადგან არაა მზად, სახელმწიფო თანამდებობის გამო საქართველოს მოქალაქეობა დათმოს. "ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.