
თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ მოადგილეები წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა გოჩა რატიანმა დაიკავა, რომელიც, მინისტრის განმარტებით, სისტემაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ამაღლების მიზნით, რეფორმების გატარებაზე იმუშავებს.
თავდაცვის სამინისტროში გოჩა რატიანი 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე კი 2008-2011 წლებში ის შეიარაღებულ ძალებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
მინისტრის კიდევ ერთი მოადგილეს ლევან ღირსიაშვილს სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებაზე მუშაობდა დაევალა.
ლევან ღირსიაშვილი 2014 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; ის ასევე მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ლევან ღირსიაშვილს სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის იყო "ამერიკის ხმის" თანამშრომელი, ასევე გაზეთ "24 საათის" რედაქტორი და საზოგადოებრივი მაუწყებლის "მოამბის" ჟურნალისტი.