-
2014-11-30 01:33
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ფოთის საკრებულოს იმ წევრებს ასახელებს, რომლებიც „კალინინგრადის იუბილეში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ და მათ მოღალატეებს უწოდებს.
"სწორედ ახლა, როცა რუსეთი ახდენს აფხაზეთის ანექსიას ფოთის საკრებულოს 4 წევრი, ოფიციალური მივლინებით წასულა ურდოში.
და თან სად? კალინინგრადის „იუბილეში“ მონაწილეობის მისაღებად. თავი რომ დავანებოთ იმას რომ კალინინგრადის „იუბილე“ (რომელიც სინამდვილეში საბჭოთა არმიის მიერ კიონიგსბერგიდან რამდენიმე მილიონი ადამიანის განდევნას და უკლებლივ ყველა ქალის გაუპატიურებას წლისთავია) თავისთავად აბსურდი და ერთი დიდი ტყუილია, ყველამ უნდა იცოდეს მოღალატეების სახელები და გვარები.
მაშ ასე:
ზურა ჩაჩუა- ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავჯდომარე. პაატა ჩაგანავა - „ეროვნული ფორუმი,“ კოალიცია „ქართული ოცნება“. სევერიან შენგელია - ბურჯანაძის პარტია. მალხაზ ბუკია - „პატრიოტთა“ ალიანსი.