ალექსანდრე თამაზაშვილი: „დღეს პრეზიდენტი მაგ ბერკეტსაც დაკარგავს...“

Image

საქართველოს პრეზიდენტმა მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით  კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა.

 

 

პრეზიდენტისეულ ვარიანტში ე.წ. გასაღები რჩება სასამართლოს, ხოლო ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით  ვრცელდება სხვადასხვა მოსაზრებები.

 

„ჩვენ არ ვართ განწყობილი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, მაგრამ როგორი იქნება „რესპუბლიკელების“ პოზიცია, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ვნახავთ, უშუალოდ რას გვთავაზობს პრეზიდენტი გასაზიარებლად“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

 

კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას მიესალმებიან.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, მათი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოეყენებინა, რადგან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ფაქტობრივად მოსმენების დაკანონებას წარმოადგენდა.

 

საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე თამაზაშვილმა.

 

„პრეზიდენტი, რომლისთვისაც მართლაც კარდაკარ ვიარეთ, რომ რეიტინგი აგვეწია და გაგვეყვანა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წინასწარ დააანონსა ერთ- ერთმა კოლეგამ ნაციონალური მოძრაობიდან. მან წინასწარ იცოდა დეტალურად ვეტოს შინაარსი!

 

გული ამაზე მწყდება... სხვა ისეთი არაფერი არ მომხდარა, ბერკეტი აქვს და იყენებს.. უბრალოდ დღეს მაგ ბერკეტსაც დაკარგავს.. არა კი არ ვართმევთ, უბრალოდ ვეტოს დავძლევთ!", - დაწერა ალექსანდრე თამაზაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !