-
2014-11-26 19:16
ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს დასავლეთს, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ის მოსკოვის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს,- Financial Times-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება არის რეაქცია საქართველოს მცდელობაზე, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დასავლეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში რუსულ აგრესიაზე უფრო მკაცრი რეაგირების არარსებობამ დაარწმუნა მოსკოვი, რომ მისი ინტერვენცია უკრაინაში დაუსჯელად ჩაივლიდა. თუმცა, ღარიბაშვილის აზრით, მხოლოდ სანქციები ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებების ხასიათს და საჭიროა დასავლეთის ლიდერების პირდაპირი დიალოგი პუტინთან.