
თბილისის საკრებულოს გაფართოებული კომისიების სხდომაზე დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის განვითარების ფონდის დირექტორს, თემურ ხომერიკს დაუპირისპირდა.
ელისაშვილის განცხადებით, ფონდის ხელმძღვანელი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
„ხან მრევლის მოწერის მიხედვით წყვეტთ, რომელი შენობა გაამაგროთ, ხან თქვენი პირადი სუბიექტური განცდით.
მთელ ძველ თბილისში ინგრევა შენობები. თქვენს ფონდში არსებობს სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც ძალიან მაღალ ხელფასს იღებენ არაფრის გაკეთებაში.
დავრწმუნდი, რომ თქვენ დღეს ხართ ისტორიული ქალაქისთვის საფრთხის შემცველი ადამიანი.
თქვენ არ შეგიძლიათ, მოუსმინოთ სხვას. წარმოდგენა არ გაქვს, როგორ უნდა განვითარდეს ისტორიული ქალაქი,“ - მიმართა ელისაშვილმა ხომერიკს.