
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" ეხმიანება ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას და წერს, რომ 2012 წლის ბოლოს იქ მხოლოდ დაახლოებით სამი თვის სამუშაოები იყო დარჩენილი.
"როგორც იქნა გაუხსნიათ ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ. 2012 წლის ბოლოს ვერტმფრენით გადავუფრინე ამ გზის მშენებლობას და გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მაქსიმუმ 3 თვე ჭირდებოდა გზის საბოლოოდ გახსნას. ამ მთავრობამ კი, ეს 18 თვით დააყოვნა.
საქართველოს მთავრობას ვურჩევ თუ მაინც და მაინც ტრაბახი უნდათ, იტრაბახონ არა “9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის”, არამედ საკუთარი მიღწევებით. ამასთან, მოვუწოდებ გაუბედონ ივანიშვილს, რომელმაც ჩემი და გიგის ჯინაზე დაბლოკა თბილისის შემოვლითი გზის გახსნა და აღიარონ, რომ ეს გზა დასრულებულია. მისი მეშვეობით თბილისი გათავისუფლდება საცობებისგან და ასობით ათასი თბილისელი შვებას იგრძნობს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.