მოგერინი: "პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარისგან"

Image

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის თქმით, ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე ევროკავშირის მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობას. 

 

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,  პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების კომისარმა გააკეთეს.

 

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის განხორციელების დაწყების შესახებ ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით მიაღწია. მისივე თქმით, განხილულ იქნა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის სამეკავშირეო დოკუმენტი, რომლის გაფორმებასაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან გეგმავს.

 

"ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანასკნელი მოვლენები, განსაკუთრებით დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები გამყოფ ხაზებთან დაკავშირებით, ასევე, იმ ხელშეკრულებასთან მიმართებაში ვისაუბრეთ, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმდება.

 

აღნიშნული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიულ მთიანობას ძირს უთხრის და ნამდვილად არ შეაქვს წვლილი რეგიონში დეესკალაციის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად პროაქტიურად იმუშავებს ამ საკითხების განხილვაზე რუსეთის ფედერაციასთან", - აღნიშნა მოგერინიმ.

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელებისკენაც მოუწოდა. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მიკერძოებული და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.

"ნებისმიერი ფორმა სისხლის საამართლებრივი დევნის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და პროკურორები უნდა აკმაყოფილებდნენ საპროცესო მოთხოვნებს, პოლიტიკოსებმა კი თავი უნდა შეიკავონ კომენტირებაზე მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეებზე", - განაცხადა მოგერინიმ. 
მისივე თქმით, მისასალმებელია ეროვნული სტრატეგიის მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

 

"ტაბულა", "რუსთავი-2"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !