ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა გაგრძელდება და ამ კურსის უცვლელობაში ევროპის დარწმუნებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეძლებს.
ღარიბაშვილი ბრიუსელში დილიდან მართავს შეხვედრებს.
ლინას ლინკიავიჩუსი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი პერიოდი დგას.
„მთავრობის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური გზა გაგრძელდება, საქმით უნდა დამტკიცდეს.
დაინიშნენ ახალი მინისტრები და პრემიერს აქვს კარგი შანსი, რომ ეს გზავნილები გადმოგვცეს. რაც ხდება საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა გადამწყვეტი პერიოდია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით ძალების კონსოლიდაციას.
ყოველთვის არ ჩანან იდეალური პარტნიორები, მაგრამ ზოგჯერ შენ ირგვლივ იდეალური მტრები ჩნდებიან, ამიტომ უნდა მიიღო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ლინას ლინკიავიჩუსმა.
"რუსთავი-2"