პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები დანიშნა

Image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით დონდუა, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე დაინიშნენ. პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნას ხელი მოაწერა.

 


მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დავით დონდუამ დაიკავა.უწყების ცნობით, დავით დონდუა 2012 წლიდან დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 

 


"მას აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი სტაჟი. დავით დონდუას გააჩნია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკეულ დეპარტამენტებს. 1998–2000 წლებში გახლდათ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2000 – 2005 წლებში იყო ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 


მათივე ინფორმაციით, გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე 2000 წლიდან მუშაობს. მას აქვს ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. 
"წლების განმალობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ დეპარტამენტში. 2010-2012 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 


მათივე ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი. 

 


მინისტრის მოადგილეების თანამდებობაზე ასევე რჩებიან დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !