
დღეს აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილი მიმართავს,–ამის შესახებ ინფორმაციას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ადასტურებენ. თუმცა, ლიდერები არ აკონკრეტებენ, რა ფორმით შეძლებს მიხეილ სააკაშვილი მიმართვას.
,,დაიცავი საქართველო, მოითხოვე ევროპა!"– ამ მოწოდებით აქციის სამზადისი თბილისში უკვე დაწყებულია. აქცია ვარდების მოედანზე 4 საათზე იწყება და მსვლელობით პარლამენტის ყოფილ შენობასთან გადაინაცვლებს.
სწორედ რუსთაველზე დამონტაჟებული სცენიდან მიმართავენ შეკრებილ ხალხს სიტყვით გამომსვლელები.