
ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებლემა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს წევრთა მისამართით.
მისი თქმით, ავტოპარკის ხარჯების შემცირება და აღრიცხვა აუცილებელია. ამიტომ საკრებულოს დეპუტატებმა პერსონალური მანქანებით მომსახურებაზე უარი უნდა თქვან და საერთო ავტოპარკის მომსახურებაზე გადავიდნენ.
ელისაშვილის ინიციატივას მხარი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუჭირეს.
„ის დრო დადგა, რომ ჩემს ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, სამი თვე იცდიდა იმისათვის, რომ საკრებულოს მის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე ალტერნატიული წინადადებები მოესმინა, რაც დღემდე არ მომხდარა.