
შეხვედრის დეტალებზე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ დოლიძე „ვერსიასთან“ ინტერვიუში ყვება.
„პოლიტსაბჭოზე ბიძინა ივანიშვილს დეტალებში უნდოდა ჩაძვრომა და კოალიციის მომავალზე არაფერი უთქვამს.
სხდომაზე თავიდანვე კოალიციის დასატოვებლად მივედით, მაგრამ არ ველოდით, თუ ყოფილი პრემიერი ამ კითხვებს დასვამდა. ვიგრძენი, რომ ბიძინა ივანიშვილს კოალიციაში ჩვენი დარჩენის სურვილი არ ჰქონდა. პარტნიორობას თავისი წესები აქვს. დეტალებზე საუბარი არ მინდა.
საბოლოოდ, ერთმანეთს კონსტრუქციულად დავშორდით. მეორე დღეს, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და კაცურად ილაპარაკეს. არ ვართ ის ძალა, რომელიც ორ კაცში ნალაპარაკევს გარეთ გამოიტანს, ამიტომ ვერც ამ დეტალებს გაგიმხელთ. თუმცა აბსურდია, რაც გარიგებაზე ითქვა, „თავისუფალი დემოკრატები“ გარიგებაზე არ წავლენ“, -აცხადებს დოლიძე.
მისი თქმით, გარიგება არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუთავაზებია და არც აქვთ მათი ჩანაცვლების სურვილი, რადგან ფუნდამენტურად განსხვავებულ პოზიციაზე დგანან.